2022 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ელჩი ლევან იზორია და გენერალური კონსული ფრანკფურტის მაინში, გიორგი ტაბატაძე ესტუმრნენ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, სადაც საქართველო წელსაც ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა.

მწერალთა სახლისა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, წლევანდელ ლიტერატურულ პროგრამაში 7 ქართველი ავტორი იღებდა მონაწილეობას, ამასთანავე გაიმართა უკრაინელი და ქართველი პოეტების ლექსების გერმანულენოვანი კრებულის პრეზენტაცია.

აღსანიშნავია, რომ საგამომცემლო პროგრამების წარდგენისა და საავტორო უფლებების გაყიდვის მიზნით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წელს 20-მდე ქართველი გამომცემელი იყო წარმოდგენილი.

დაწვრილებით პროგრამის შესახებ:

https://writershouse.ge/index.php?m=169&news_id=350