2022 წლის 7 დეკემბერს ჩატარდა სამოქალაქო და პოლიტიკური განათლების სფეროში საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული ქართულ-გერმანული პროექტის მორიგი ვირტუალური შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბავარიის ღირებულებების ალიანსის, ბავარიის სასწავლო ბანაკების გაერთიანების, გერმანიაში საქართველოს საელჩოს, ეროვნული სასახლისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ერთობლივი პროექტის მიზანს საქართველოში სხვადასხვა ასაკობრივი და სოციალური ჯგუფებისათვის გერმანული გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი თანამშრომლობა, დემოკრატიული პრინციპებისა და დიალოგის კულტურის მხარდაჭერა წარმოადგენს.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა – ლევან იზორიამ და ალიანსის ხელმძღვანელმა – ანდრეა თაუბენბიოკმა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები და დაგეგმეს თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები.