საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეული 2023” ოფიციალურ Facebook გვერდზე (Grüne Woche) გამოფენის დამთვალიერებლებს ურჩევენ, ქართული პროდუქციის გასაცნობად საქართველოს სტენდს ესტუმრონ
ტექსტში აღნიშნულია, რომ გამოფენაში უმეტესად ახალგაზრდა ქართველი მეწარმეები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ღვინოს, ალკოჰოლურ სასმელებს, ნატურალურ წვენებს, თაფლს და სხვა ქართულ პროდუქციას აცნობენ გამოფენის სტუმრებს.
ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2023″ (Gruene Woche 2023), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს სტენდზე 16 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარია.
აღსანიშნავია, რომ ქართულ სტენდზე წარმოდგენილმა პროდუქციამ გამოფენის მაღალი რანგის სტუმრების და ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დამთვალიერებლებს საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს აცნობს.