2022 წლის 6 დეკემბერს ბერლინში, ორგანიზაცია United Buddy Bears-ის ორგანიზებით, საზეიმოდ გაიხსნა ქალაქის სიმბოლოდ მიჩნეული დათვის ქართული ვერსია, რომელზეც მხატვარმა გიორგი დუნდუამ იმუშავა.
ღონისძიებას დაესწრო საელჩოს კულტურის ატაშე დუდანა მაზმანიშვილი. მან სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ორგანიზატორებთან ერთად გაჭრა საზეიმო ლენტი.