მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის.
ილია დარჩიაშვილმა და ბოგდან აურესკუმ ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგზე, ისევე როგორც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.