24 აპრილს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან იზორია ბუნდესტაგში არსებულ ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური თემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას.