14 მაისს ბერლინში ახალი მსოფლიო პრემიერით წარსდგება ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, რომელიც დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველსა და ინგოლშტადტის ქართულ კამერულ ორკესტრთან ერთად შეასრულებს მისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ქალაქისადმი მიძღვნილ კომპოზიციებს – ბახის, დვორჟაკის, ჩაპლინის, შტრაუსის, მორიკონეს, პიაცოლას, ყანჩელის ნაწარმოებების მიხედვით, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, ნიკოლოზ რაჭველის მიერ შექმნილ მუსიკალურ ფანტაზიებს ბერლინის, პარიზის, ლონდონის, ბუენოს აირესის, ნიუ-იორკის, ბუდაპეშტის, რიო-დე-ჟანეიროსა და, რაც მთავარია, თბილისის ცნობილ მოტივებზე. ლიბრეტოს ავტორი და რეჟისორი – თეო ჯორბენაძე დამდგმელი მხატვარი – ვანო ჭელიძე
Home Uncategorized City Lights – ლიზა ბათიაშვილისა და ქართველი მუსიკოსების ჯადოსნური მუსიკალური წარმოდგენა გერმანიაში