14 ნოემბერს ქ. ბერლინის გალერეა “კუნსპუნქტში” გაიხსნა ჯგუფური გამოფენა „ Grüße aus Georgien“. პირველად გერმანიაში გამოიფინა ბერლინში მოღვაწე 36 ქართველი ხელოვანის ნამუშევარი. ასევე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა წიგნის „Tbilisi it’s complicated“ პრეზენტაცია და ელზა ჯავახიშვილის პერფორმანსი “Unfinished Poetry” . გამოფენა გაგრძელდება ორი კვირა.