‼️‼️‼️გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:

🛑მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის (გარდა EFTA-ს წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთისა) ევროკავშირში შესვლაზე მკაცრი შეზღუდვები, ფაქტობრივად – აკრძალვა, დაწესდა. გათვალისწინებულია ძალიან მცირე გამონაკლისები. აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე პასუხისმგებელნი არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ‼️გერმანიისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და მომდევნო 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

🛑16 მარტიდან სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი და გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლის შეზღუდვა დაწესდა საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, დანიიდან, ჩეხეთიდან და ლუქსემბურგიდან მომავალ მოქალაქეებზე. პოლონეთის საზღვარზე გამკაცრებული კონტროლი მოქმედებს გასული კვირიდან.

🛑გერმანიის რკინიგზა მომავალი კვირიდან ზღუდავს მიმოსვლა.

🛑16 მარტიდან გერმანიის ყველა ფედერალურ მიწაზე შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებში, დახურულია საბავშვო ბაღები. უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის დაწყება გადადებულია აპრილის ბოლომდე.

‼️არ დაიხურება: სასურსათო მაღაზიები, სურსათის ბაზრები, შეკვეთების და მიტანის მომსახურება, სასმელის მაღაზიები, აფთიაქები, სამედიცინო ინვენტარის მაღაზიები, ჰიგიენური საშუალებების მაღაზიები, ბენზინ-გასამართი სადგურები, ბანკები, ფოსტა, საპარაკიმახერო, ქიმწმენდა, სარეცხი სალონები, საგაზეთო ჯიხურები, მაღაზიები სამშენებლო პროდუქციით, ასევე სასოფლო სამეურნეო და ცხოველების მაღაზიები.

🛑საზოგადოებისთვის დაიხურება
– ბარები, კლუბები, დისკოტეკები და სხვა
– თეატრები, ოპერები, საკონცერტო სახლები, მუზეუმები და სხვა
– გამოფენები, კინო, ზოოპარკი, დახურულ და ღია სივრცეში არსებული თავისუფალი დროის გატარების სხვა დაწესებულებები, სპეციალური ბაზრობები, სათამაშო დარბაზები, კაზინოები, სათამაშო კლუბები და სხვა
– სპორტული დაწესებულებებები, აუზები, გამაჯანსაღებელი სტუდიები და სხვა
– ბავშვების სათამაშო სკვერები

🛑🛑აიკრძალება
– სპორტულ გაერთიანებებში და სხვა დაწესებულებებში შეკრება, ასევე პროფესიულ, მუსიკალურ და სხვა საჯარო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეკრება, ასევე ექსკურსიები ავტობუსით
– შეკრებები ეკლესიებში, მეჩეთებში, სინაგოგებში და სხვა რელიგიურ ჯგუფებში

🛑იქნება საგანგებო წესები საავადმყოფოებისთვის, სარეაბილიტაციო დაწესებულებებისთვის, მოხუცებულთა სახლებისთვის და სხვ. რათა მონახულება შეიზღუდოს (მაგალითად ერთხელ დღეში, ერთი საათით, მაგრამ აკრძალული იქნება 16 წლამდე ადამიანებისთვის და მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ინფექციები აწუხებს).
-აღნიშნულ დაწესებულებებში, ასევე უნივერსიტეტებში,

🛑ასევე დარეგულირდება, რომ რესტორნები და საკვები წერტილებიბი ყველაზე ადრე 06.00 საათზე გაიხსნას და ყველაზე გვიან 18.00 საათზე დაიხუროს.


‼️‼️გერმანიის მთავრობა არ გამორიცხავს შემდგომი შეზღუდვების დაწესებას, თუმცა ეს შეზღუდვები არ შეეხება სუპერმარკეტებს, ბანკებსა და აფთიაქებს.

Vereinbarung zwischen der Bundesregierung und den Regierungschefinnen und Regierungschefs der Bundesländer angesichts der Corona-Epidemie in Deutschland

I. Ausdrücklich NICHT geschlossen wird der Einzelhandel für Lebensmittel, Wochenmärkte, Abhol- und Lieferdienste, Getränkemärkte, Apotheken, Sanitätshäuser, Drogerien, Tankstellen, Banken und Sparkassen, Poststellen, Frisöre, Reinigungen, Waschsalons, der Zeitungsverkauf, Bau-, Gartenbau- und Tierbedarfsmärkte und der Großhandel. Vielmehr sollten für diese Bereiche die Sonntagsverkaufsverbote bis auf weiteres grundsätzlich ausgesetzt werden.