🛑შენგენის ვიზის და შენგენის ზონაში კანონიერი საფუძველით ყოფნის ვადის გაგრძელებაზე პასუხისმგებელი უწყება გერმანიაში საიმიგრაციო სამსახურია (Ausländerbehörde), რომელსაც ვიზის თუ ქვეყანაში კანონიერი საფუძვლით ყოფნის ვადის გასვლამდე უნდა მიმართონ მოქალაქეებმა.

‼️🛑 ამჟამად საიმიგრაციო სამსახურის შესაძლებლობები კორონა-ვირუსის გავრცელების გამო შეზღუდულია და შესაბამისად რეკომენდირებულია, რომ მოქალაქეებმა წინასწარ გადაამოწმონ მათზე პასუხისმგებელი საიმიგრაციო სამსახურთან დაკავშირების შესაძლებლობა ვებგვერდის მეშვეობით.

‼️‼️🛑ამასთან, ცალკეულ საეიმგრაციო სამსახურებში შეზღდულია ან საერთოდ შეჩერებულია უშუალოდ გამოცხადების შესაძლებლობა და სამსახურის თანამშრომლებთან კომუნიკაცია. შესაბამისად არ არის რეკომენდირებული, წინასწარი კომუნიკაციის გარეშე, საიმიგრაციო სამსახურის ოფისში პირადად გამოცხადება.