გერმანიაში საქართველოს ელჩი ლევან იზორია 1 ივლისს კონრად ადენაუერის ფონდის ევროპული და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელს გერჰარდ ვალერსს შეხვდა. კონრად ადენაუერის ფონდი გერმანიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფონდია, რომელიც იდეოლოგიურად გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასთან დგას ახლოს. საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდი რეგიონული პროგრამის „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” მეშვეობით არის წარმოდგენილი.

ლევან იზორიამ და გერჰარდ ვალერსმა განიხილეს ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ფონდის საქმიანობა საქართველოში და ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.