20 მაისს საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ, გაცნობითი შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში, ბერბელ კოფლერთან.
ონლაინ-შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეში საქართველოს, როგორც მოწინავე ქვეყნის, როლი. ბერბელ კოფლერმა პოზიტიურად შეაფასა ბოლო პერიოდში საქართველოს მიერ დემოკრატიისაკენ წინგადადგმული ნაბიჯები, პარტიებს შორის მიღწეული კომპრომისი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.