2021 წლის 21 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ელჩის ლევან იზორიას წინასაახალწლო ვირტუალური შეხვედრა გერმანიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საუბრისას ელჩმა შეაჯამა გასული წლის მნიშვნელოვანი მოვლენები და ქართულ-გერმანული ურთიერთობები. ისაუბრა, ასევე, გერმანიაში ბუნდესტაგის 2021 წლის არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. დასასრულს ელჩმა თანამემამულეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.