შეხვედრა ფედერალური კანცელარიის ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელთან

29 მარტს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ფედერალური კანცლერის აპარატის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ევროპული პოლიტიკისა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელთან ედგარ ლენსკისთან.

საუბრის ძირითადი თემა იყო უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილი განაცხადები და ასოცირებული ქვეყნების ევროპული პერსპექტივის აღიარების მნიშვნელობა. ელჩის მხრიდან ხაზი გაესვა ახალი რეალობის გათვალისწინებით ევროკავშირის მხრიდან მკაფიო პოლიტიკური სიგნალების აუცილებლობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიას, ახალ გლობალურ გამოწვევებსა და გერმანიისა და ევროპის საგარეო პოლიტიკაში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან გარდატეხებს.