შეხვედრა ბუნდესთაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან

შეხვედრა ბუნდესთაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან

7 აპრილს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესთაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რენატა ალტთან (FDP).

შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობისთვის გაკეთებული განაცხადი წარმოადგენდა.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე.