29 აპრილს საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან მიქაელ თოირერთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრანსპორტის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები. ასევე, ყურადღება გამახვილდა სამომავლო ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების პერსპექტივებზე.