9 თებერვალს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესთაგში სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესთან, გაბრიელა ჰაინრიხთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართულ-გერმანული ურთიერთობები, საქართველოს ევროპული მისწრაფებები და მიღწეული შედეგები. გერმანულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე რუსულ სამხედრო აგრესიასა და მისგან მომდინარე გლობალურ საფრთხეებსა და გამოწვევებზე.

ელჩმა გერმანულ მხარესთან საუბარში ასევე განიხილა გ. ჰაინრიხის მიერ თებერვალში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი.