გრძელდება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიასის რეგიონალური წარმომადგენლობის ღონისძიებათა სერია – „ფოკუსი საქართველოზე“

23 თებერვალს ფონდისა და ლიბერალური მოდერნიზმის ცენტრის (LIBMOD) ერთობლივი მოწვევით, ბერლინის ლიტერატურის სახლში გაიმართა მორიგი ღონისძიება, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლევან იზორიამ.

დისკუსიას თემაზე „საქართველოს ევროპული ოცნება“ უძღვებოდა ლიბმოდის უფროსი მრჩეველი და ევროპარლამენტის ყოფილი წევრი (20024-2019) რებეკა ჰარმსი, ხოლო მასში მონაწილეობას იღებდნენ ცნობილი ავტორი ნინო ხარატიშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი შტეფან მალერიუსი და გერმანიის საგარეო უწყების სამხრეთ კავკასიისა და შუააზიის დეპარტამენტის დირექტორი მათიას ვოლერტი.