2023 წლის 16 მარტს ელჩმა ლევან იზორიამ მონაწილეობა მიიღო გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) წლევანდელი ნაკადის მიღებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც ელჩი შეხვდა 4 ქართველ სტიპენდიანტს. ელჩმა ქართველ სტიპენდიანტებსა და საელჩოს შორის სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბების მზადყოფნა გამოთქვა და მათ წარმატებები უსურვა მნიშვნელოვან საქმიანობაში.

საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია ასზე მეტ სტიპენდიანტს 50 ქვეყნიდან საშუალებას აძლევს 2023 წლის მარტი-ივლისის პერიოდში გაეცნონ გერმანიის საპარლამენტო სისტემას. პროგრამის მიზანს წარმოადგენს პოლიტიკური პროცესებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესების უშუალოდ გაცნობა. სტიპენდიანტები, როგორც წესი, მუშაობენ ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად ესწრებიან ლექცია-სემინარებს ბერლინის უნივერსიტეტებში.