20 მარტს საქართველოს ელჩი, ლევან იზორია ქ. მაგდებურგში იმყოფებოდა, სადაც მან შეხვედრა გამართა საქსონია-ანჰალტის ლანდთაგის პრეზიდენტთან, გუნარ შელენბერგერთან, ქ. შტასფურტის მერთან, რენე ცოკთან და ზალცლანდის რეგიონის წარმომადგენელთან, მარკუს ბაუერთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და ქალაქების დაძმობილების პერსპექტივები, რის თაობაზეც გერმანულ მხარესთან მიღწეულ იქნა ორმხრივი ვიზიტების გაცვლის შეთანხმება.