საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრები გერმანიის ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კატრინ ბუდეს მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კულტურის კომიტეტების გაფართოებული სხდომა, რომელიც ბუნდესტაგის პირდაპირი ეთერით გადაიცა.

მხარეებმა სხდომაზე განიხილეს კულტურის სფეროში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის კონტრეტული მიმართულებები. საუბარი ასევე შეეხო საკომიტეტო მუშაობის სპეციფიკასა და კულტურის სფეროს დაფინანსებისა და განვითარების მექანიზმებს თანამედროვე გამოწვევების ფონზე.

სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ბაია კვიციანი, როსტომ ჩხეიძე, ასევე, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია, ბუნდესტაგის კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელები.