24 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გამართა შეხვედრა გერმანიის ბუნდესთაგის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან ნილს შმიდტთან.
საუბრის თემები იყო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში საქართველოსთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების მდგომარეობაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე.