22
ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა
გერმანიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეს-სპიკერს, საზოგადოებასთან
ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს მათიას კოპს.
შეხვედრა შეეხო
პანდემიის გამო არსებულ სამოგზაურო შეზღუდვებს, აღინიშნა წარსულში ქართულ
მხარესთან არსებული წარმატებული თანამშრომლობა და გამოითქვა მისი აქტიურად
გაგრძელების იმედი.