გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა და არეალი იზრდება, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ახალი კანონმდებლობა ძალაში შევა, სავარაუდოდ, 2020 წლის თებერვალში, გერმანიის პრეზიდენტის ხელმოწერიდან შვიდ თვეში. დაგეგმილი სიახლის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი ესაუბრა. „ მთავარი წინაპირობა მესამე ქვეყნებიდან მოქალაქეების გერმანიაში დასაქმებისთვის იქნება მათი პროფესიული კვალიფიკაციის აღიარება გერმანიაში.