▪საქართველოს რეგიონ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარებულ უკანონო არჩევნებთნ დაკავშირებით 2020 წლის 25 მარტს, გერმანიის საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენელმა განაცხადა:
გერმანიის ფედერალური მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
ჩვენ, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ევროკავშირში, არ ვაღიარებთ 22 მარტს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების არც საკონსტიტუციო და არც სამართლებრივ ჩარჩოებს. ჩვენ ამ „არჩევნებსა“ და მის შედეგებს უკანონოდ მივიჩნევთ.