მოქალაქეთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ რომ 2021 წლის 05 ივლისიდან 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით საქართველოს საპატიო საკონსულოში (ქ. მიუნხენი) დროებით შეჩერებული იქნება საკონსულო მოქმედებების წარმოება და ამ მიზნით მოქალაქეთა მიღება. საკონსულო მოქმედებების წარმოება და შესაბამისად მოქალაქეთა მიღება განახლდება ჩვეულ რეჟიმში 2021 წლის 02 აგვისტოდან. ამასთან, გადაუდებელ შემთხვევებში გთხოვთ მიმართოთ ქ. ბერლინში საქართველოს საელჩოს/საკონსულოს, ან ქ. ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოს.