საქართველოდან გერმანიაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ სრულყოფილად ვაქცინირებული პირებისთვის (მგზავრობის ნებისმიერი მიზნის შემთხვევაში, მათ შორის ტურისტული მიზნით).

ვაქცინაცია უნდა იყოს განხორციელებული იმ ვაქცინით, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია პაულ-ერლიხის-ინსტიტუტის (Paul-Ehrlich-Institut) ვებ-გვერდზე.

ნებადართულ ვაქცინებს მიეკუთვნება მხოლოდ ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ გამოსაყენებლად ნებადართული Comirnaty; Spikevax – COVID-19 Vaccine Moderna; COVID-19 Vaccine Janssen; Vaxzevria – COVID-19 Vaccine AstraZeneca; Nuvaxovid ვაქცინები (დაშვებულ ვაქცინათა სია განახლებადია).

ბოლო აცრიდან გასული უნდა იყოს 14 დღე (ვაქცინაციის ვალდებულება 12 წლის ასაკიდან).


სრულყოფილად ვაქცინირებულია პირი, თუ:

ძალაშია 30.09.2022-ის ჩათვლის გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლისას:

ა)  ვაქცინირებულია აღიარებული ვაქცინის ორი დოზით;

ბ)  ვაქცინირებულია ერთი დოზით და დამატებით:

  • ერთი დოზით ვაქცინირებამდე ანტისხეულების ტესტით დადასტურებულია გადატანილი კორონა ინფექცია და შემდეგ განხორციელებულია ერთი დოზით აცრა; ან
  • ერთი დოზით ვაქცინირებამდე დადასტურებულია კორონა ინფექციის არსებობა; ან
  • ერთი დოზით ვაქცინირების შემდეგ დადასტურებულია კორონა ინფექცია და ტესტის ჩატარებიდან გასულია 28 დღე;

ძალაშია 01.10.2022-დან გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლისას:

გ) აცრილია ვაქცინის სამი დოზით; ბოლო დოზით აცრა განხორცილებული უნდა იყოს მეორე დოზით აცრიდან მინიმუმ სამი თვის შემდეგ;

დ) აცრილია ვაქცინის ორი დოზით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებით:

  • პირველი დოზით ვაქცინირებამდე დადასტურებულია გადატანილი კორონა ინფექცია და შემდეგ განხორციელებულია ორი დოზით აცრა; ან
  • მეორე დოზით ვაქცინირებამდე დადასტურებულია კორონა ინფექციის არსებობა; ან
  • მეორე დოზით ვაქცინირების შემდეგ დადასტურებულია კორონა ინფექციის არსებობა და ტესტის ჩატარებიდან გასულია 28 დღე.

12 წლამდე ასაკის პირებს, რომლებიც ჯერ არ არიან აცრილნი, შეუძლიათ ტესტის პასუხის საფუძველზე (PCR ან ანტიგენის ტესტი) მინიმუმ ერთი სრულად აცრილი მშობლის თანხლებით შევიდნენ გერმანიაში. 6 წლამდე ასაკის ბავშვებს არ სჭიდებათ ტესტის საბუთი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებ-გვერდზე.


იმ პირებისთვის, რომლებიც სრულყოფილად არ არიან აცრილი, გერმანიაში შესვლა შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა (გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევები მოცემულია  გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე). გერმანიაში შესვლის შეზღუდვებს ადგენს გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო. გთხოვთ, გამგზავრებამდე გაეცნოთ აღნიშნული სამინისტროს  ინფორმაციას.

გადაუდებელი აუცილებლობის დასადასტურებლად საზღვრის კვეთისას აუცილებელია ინფიცირების არქონის მტკიცებულების წარდგენა

პირებისთვის, რომელთაც შეუსრულდათ 12 წელი, არსებობს ინფიცირების არქონის წარმოდგენის ვალდებულება. რაც ნიშნავს ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან ნეგატიური PCR/სწრაფი ტესტის (შემოსვლის დროისთვის არაუგვიანეს 48 საათის წინ აღებული) წარდგენას. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან მიმავალი პირებისთვის კი აუცილებელია ნეგატიური PCR-ტესტის წარდგენა, მიუხედავად აცრის ან გამოჯანმრთელებისა. აღნიშნული ვრცელდება, აგრეთვე ტრანზიტად მიმავალ პირებზე.

ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა იყოს შედგენილი გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე. ვაქცინაციის ცნობა წარმოდგენილი უნდა იყოს მატერიალური ან ციფრული ფორმით (ცნობის ფოტოსურათი არ მიიღება). ვაქცინაცია ჩატარებული უნდა იყოს პაულ-ერლიხის ინსტიტუტის ჩამონათვალში მითითებული ერთი ან რამდენიმე პრეპარატით, ოდენობითა  და შუალედით. ვაქცინაციის ფარგლებში ჩატარებული აცრების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს ხსენებული პაულ-ერლიხის ინსტიტუტის ვებგვერდზე მითითებულ პირობებს. ამასთან ბოლო აცრიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 14 დღე (ბმული). 

გამოჯანმრთელების ცნობა  შედგენილი უნდა იყოს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე და  წარდგენილი უნდა იყოს მატერიალური ან ციფრული ფორმით (ცნობის ფოტოსურათი არ მიიღება). დიაგნოსტიკა, რომლის საფუძველზეც მოხდა აღნიშნული ცნობის გაცემა ჩატარებული უნდა იყოს ლაბორატორიული ფორმით და მისი ჩატარების შუალედი გერმანიის საზღვრის კვეთამდე არ უნდა იყოს 28 დღეზე ნაკლები და 6 თვეზე მეტი (ბმული).  

PCR/სწრაფი ტესტის ცნობა შედგენილი უნდა იყოს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე და  წარდგენილი უნდა იყოს მატერიალური ან ციფრული სახით. მაგ. ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აცრის ყვითელი პასპორტი და ა.შ.  (ცნობის ფოტოსურათი არ მიიღება).

მონაცემების ჩამონათვალი, რასაც უნდა შეიცავდეს ინფიცირების არქონის მტკიცებულება მოცემულია პაულ-ერლიხის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე და რობერტ-კოხის ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე.


   დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პერიოდში მგზავრობის რეგულაციები იცვლება სწრაფად. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო