ბაკურიანი 2023 – შაბათს საქართველოს ზამთრის კურორტ ბაკურიანში საზეიმო კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა თავისუფალი სტილის სათხილამურო, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც 5 მარტამდე გაგრძელდება.
მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნაზე მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ტურნირს “ნამდვილად ისტორიული მოვლენა” უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მაღალი დონის ტურნირს პირველად მასპინძლობს.