5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქ ბერლინში იმყოფებოდნენ.
საკრებულოს წევრებმა ვიზიტის ფარგლებში, გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევან იზორიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართეს.
დელეგაციის წევრებმა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებზე, ჯანდაცვის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, ასევე სამომავლო გეგმები დასახეს წარმატებული რეფორმების მოდელების გაცვლასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღინიშნა მხარეთა ურთიერთობის გაღრმავების პროცესში მიმდინარე შეხვედრის მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ თბილისის თვითმმართველობისთვის ამ მიმართულებებით მნიშვნელოვანია გერმანული გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის გაცვლა და სიახლეების დანერგვა. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს საელჩოს წარმომადგენლებს და პირადად ელჩს ლევან იზორიას, ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
საკრებულოს წევრთა განცხადებით, ჩვენს ქვეყანაში არსებული მუნიციპალური პროგრამების გაძლიერებისათვის უცხოეთის გამოცდილების გაზიარება წინგადადგმული ნაბიჯი და არსებული გამოწვევების დაძლევის ეფექტური საშუალებაა.
მის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბერლინის სენატის მუსიკალური, სახელოვნებო და ბიბლიოთეკების კურატორებთან, ბერლინის სენატის ჯანდაცვის კურატორთან (მრავალპროფილური პედიატრიული კლინიკის დათვალიერება), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრის ხელმძღვანელებთან, მუნიციპალური დაქვემდებარების მუსიკალური სკოლისა და ადრეული ასაკის განათლების (საბავშვო ბაღების) კურატორებთან.
ქართულმა მხარემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრებისთვის საჩუქრად ჩაიტანა თანამედროვე ქართულენოვანი მხატვრული ლიტერატურა. ამ წიგნების პატიმრებისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.