30 აგვისტოს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გამართა შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგში ქრისტიან-სოციალური კავშირის ჯგუფის ხელმძღვანელთან ალექსანდერ დობრინდტთან.
ელჩმა მიაწოდა ინფორმაცია დეპუტატს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, რუსეთის ფედერაციისა და დე-ფაქტო რეჟიმების უკანონო ქმედებებისა და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებულ მოვლენების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის თაობაზე. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, როგორც დასავლური ღირებულებების პარტნიორი ქვეყნის სწრაფი განვითარება გერმანიის ინტერესშია
Home მთავარი სიახლე ელგუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგში ქრისტიან-სოციალური კავშირის ჯგუფის ხელმძღვანელთან ალექსანდერ დობრინდტთან.