გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ ევროპული ენების დღესთან დაკავშირებით გაიმართა რამდენიმე ღონისძიება.

24 სექტემბერს საელჩოში გაიმართა ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ხატი პოპის გამოფენა. მხატვრის ნამუშევრებში ძირითადი აქცენტი სწორედ ქართულ ანბანსა და დამწერლობაზეა გაკეთებული. საღამოს ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო-ინსტალაცია ქართული ენის შესახებ.

25 და 26 სექტემბერს, ქ. ბერლინის ბეტინა არნიმ ბიბლიოთეკაში (Bettina-von-Arnim-Bibliothek) და ამერიკის ბიბლიოთეკაში ( Amerika-Kinderbibliopthek, Kinder-und Jugend Bibliothek) საელჩოს კულტურის ატაშემ ქეთევან გვენეტაძემ უმასპინძლა ქ. ბერლინის სკოლის მოსწავლეებს, სადაც გამართა პრეზენტაცია და ვორკშოპი ქართული ენის შესახებ. მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცათ საგანგებოდ 26 სექტემბრისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული მასალა ქართული ენის შესახებ გერმანულ ენაზე.

აღსანიშნავია, რომ ევროპული ენების დღე ყოველწლიურად ტარდება ევროკავშირის კულტურული ცენტრის EUNIC-ის ეგიდით. წელს საქართველოს საელჩო ქ. ბერლინში გახდა ეუნიკი/ის EUNIC-ის პარტნიორი.