საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილი

2018 წლის 8 იანვრიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილია.

იგი 1973 წლის 24 მაისს დაიბადა ქალაქ თბილისში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

განათლება და აკადემიური გამოცდილება

2011 – 2012 მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
2010 – 2011 მეცნიერ-თანამშრომელი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრა
2008 – 2011 პროექტების მმართველი, “კაპიტალური ბაზრები, საბანკო და საჯარო სექტორი – პოლიტიკის გამოცდილების გაზიარება ტრანსფორმაციის ქვეყნებისთვის”; პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია
2005 – 2008 სადოქტორო ნამუშევრის დაცვა – ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია
2005 – 2008 მეცნიერ-თანამშრომელი, პოტსდამის უნივერსიტეტის საჯარო ფინანსების კათედრა. კვლევითი პროექტი: ”საგადასახადო დასატრანსფერო სისტემის რეფორმა: მდგრადი ფისკალური პოლიტიკასაქართველოში”
2002 – 2004 ეკონომიკის და ბიზნესის მაგისტრი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია
1998 – 2002 ეკონომიკის ბაკალავრი, პოტსდამის უნივერსიტეტი, გერმანია

სამუშაო და პოლიტიკური გამოცდილება

2015 – 2017 საელჩოს უფროსი მრჩეველი, საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში
2014 – 2015 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
2014 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
2012 – 2014 მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი
2010 – 2012 კონსულტანტი, პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფი, ვანკუვერი/კანადა
2009 – 2012 გამგეობის თავმჯდომჯარის მოადგილე, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი

გამოქვეყნებული შრომები:

10-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმებისა და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.

უცხო ენები:

გერმანული, ინგლისური, რუსული