2019 წლის 1 მაისიდან – 2019 წლის 1 ივნისამდე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2019 წლის 8 აპრილის N143 ბრძანების საფუძველზე, ერთჯერადად თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან (პასპორტი გაიცემა უფასოდ). 2019 წლის 1 მაისიდან 1 ივნისამდე, ონლაინ რეჟიმში განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ერთჯერადად გათავისუფლდება აღნიშნული საფასურის გადახდისგან და ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა უფასოდ. დამატებითი ინფორმაციის მიღება და ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე: https://sda.gov.ge/?page_id=5319 აქცია არ ეხება 1 წლის ვადით გასაცემ პასპორტებს