მ.წ. 25 მაისს ქ. შტუტგარტში საქართველოს საელჩოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის მხარდაჭერითა და ქ. შტუტგარტში არსებული ქართველ მუსიკოსთა გაერთიანების Art Music Georgia/ს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი და კულტურის საერთაშორისო დღე. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს გერმანიაში, იტალიაში ესპანეთსა და აშშ/ში მოღვაწე ქართველმა არტისტებმა/ მუსიკოსებმა, ქ. ნიუ/ორკის ქართული კულტურულმა და საცეკვაო ანსამბლმა ფესვებმა, პარიზის ქართული კულტურის ცენტრმა ლაზი, ანტვერპენის ქართული ცეკვის ანსამბლმა მედეა. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რეპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა. ელჩმა განსაკუთრებული ხაზი გაუსვა მსოფლიოში არსებული დიასპორის ორგანიზაციების მნიშვნელოვან წვლილს ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.