სამუშაოს აღწერილობა:
· ელჩის გადაადგილების უზრუნველყოფა სამსახურებრივი დანიშნულების მიზნით ბერლინში, ასევე სამივლინებო მგზავრობისას;
· ოფიციალური დელეგაციების დახვედრის, გაცილებისა და საჭიროების შემთხვევაში გადაადგილებით უზრუნველყოფა;
· საელჩოს მომარაგება სამსახურებრივი დანიშნულების ინვენტარითა და მასალებით;
· ელჩის დავალებით სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
ძირითადი მოთხოვნები:
- გერმანიაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება;
- გერმანული მართვის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა;
- გერმანული ენის ცოდნა;
- დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 9:00 – 18:00 (შესვენება 1 საათი)
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა 1 სექტემბრამდე თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: berlin.emb@mfa.gov.ge ან ფოსტის მისამართზე: Rauchstrasse 11, 10787 Berlin