29 აგვისტოს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გამართა შეხვედრა უსაფრთხოების საკითხებში მწვანეთა ფრაქციის სპიკერთან და ბუნდესთაგის თავდაცვის კომიტეტში მწვანეთა ფრაქციის ხელმძღვანელთან ტობიას ლინდნერთან.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო შეიარაღების ზრდაზე, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების თემებზე. საუბარი ასევე შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში.