24 სექტემბერს გერმანიაში საქართველოს საელჩოს ქალაქ ლანდსჰუტის ჰანს ლაინბერგერის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ესტუმრნენ. ექსკურსიის მიზანს ბერლინის პოლიტიკური ლანდშაფტის და საქართველოს საელჩოს შემთხვევაში, დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა წარმოადგენდა. მოსწავლეებს გერმანიაში საქართველოს საელჩოს დესპანი, იოსებ ჩხიკვიშვილი შეხვდა და სხვადასხვა თემებზე, მათ შორის საელჩოს ფუნქციაზე და მჭიდრო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებზე ესაუბრა.