18 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა გამართა შეხვედრა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის წევრთან მანფრედ გრუნდთან (CDU/CSU).
ელჩმა მიაწოდა ინფორმაცია დეპუტატს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების, რუსეთის ფედერაციისა და დე-ფაქტო რეჟიმების უკანონო ქმედებებისა და ბოლო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განვითარებულ მოვლენების შესახებ. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ მომავალი თანამშრომლობის კონკრეტულ ნაბიჯებზე.