14 ნოემბერს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ელგუჯა ხოკრიშვილმა შეხვედრა გამართა ბუნდესთაგში საგარეო კომიტეტის წევრთან სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან იოსიპ იურატოვიჩთან.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის შედეგებსა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე, ასევე ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
საუბრის თემა იყო ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.