მომდევნო ორი წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობა საქართველოში პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად 161.7 მილიონ ევროს დახარჯავს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. მათ შორის, 21.7 მილიონი ევრო გათვალისწინებულია გრანტის სახით. 

როგორც სამინისტრო აღნიშნავს, 6-7 ნოემბერს, უწყებაში გაიმართა სამთავრობო კონსულტაციები საქართველოსა და გერმანიას შორის, რომლის დასრულების შემდეგაც ხელი მოეწერა შეთანხმებას ფინანსური თანამშრომლობის შესახებ. 

გერმანია კვლავ განაგრძობს საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერას მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე, დაფიქსირდა მხარდაჭერა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: პროფესიული განათლება, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და სხვა, იუწყება სამინისტრო.