მ.წ. 23 ივლისს საქართველოს ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა ქალბატონ ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენთან, საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის დირექტორთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას. განხილულ იქნა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ამ ეტაპზე პანდემიის გამო ონლაინ/რეჟიმში მიმდინარეობს.
ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს მიერ გატარებული ეფექტური ზომები კოვიდ/19 ის დაძლევის კუთხით.