საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის 9 ივლისიდან ევროკავშირის 18 ქვეყნის მოქალაქეებს და მუდმივად მცხოვრებ პირებს მიეცათ საქართველოში შემოსვლის უფლება.

🔺 უპირობოდ საზღვარი გახსნილია ამ ეტაპზე 5 ქვეყნისთვის:
– გერმანია,
– საფრანგეთი,
– ლატვია,
– ლიეტუვა,
– ესტონეთი

🔺ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები:

– საქართველოში შესძლებენ შემოვიდნენ ნებისმიერი სახის ვიზიტით;

– თავისუფლდებიან 12 დღიანი კარანტინს/იზოლაციის და ტესტირების ვალდებულებისგან თუ საქართველოში ჩამოდიან მხოლოდ საჰაერო გზით, ხსენებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში. (მაგ: გერმანიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი პირდაპირ გერმანიიდან, ან საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის გავლით).

– ექვემდებარებიან 12 დღიან სავალდებულო კარანტინს/იზოლაციას და შესაბამის ტესტირებას საკუთარი ხარჯით თუ საქართველოში ჩამოდიან  საჰაერო გზით ხსენებული 5 ქვეყნიდან (პირდაპირ ან ტრანზიტულად) და ვერ წარმოადგენენ საქართველოს საზღვარზე ამ 5 ქვეყნის მოქალაქის პასპორტს ან მუდმივი ბინადრობის ნებართვას (მაგ: საბერძნეთის, პოლონეთის, ნიდერლანდების ან იტალიის მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს გერმანიაში, მაგრამ არ ფლობს ან გერმანიის პასპორტს ან მუდმივი ბინადრობის ნებართვას, ექვემდებარება 12 დღიან კარანტინს).

– ექვემდებარებიან 12 დღიან სავალდებულო კარანტინის/იზოლაციას და შესაბამის ტესტირებას საკუთარი ხარჯით თუ საქართველოში ჩამოდიან ხსენებული 5 ქვეყნის გარდა ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან პირდაპირ ან ტრანზიტით (მაგ: გერმანიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი ნიდერლანდების, ავსტრიის ან თურქეთის გავლით).

– საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე  ვალდებული არიან შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://stopcov.ge/en/Protocol) სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, ასევე საქართველოში ვიზიტის დროს ადგილსამყოფელი და საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა. სასურველია ანკეტა შეივსოს სულ მცირე გამოფრენის წინა დღეს.

– თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში შემომსვლელი პირი ნამყოფია გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ის ექვემდებარება 12 დღიან სავალდებულო კარანტინს და შესაბამის ტესტირებას საკუთარი ხარჯით;

– ხსენებული 5 ქვეყნიდან მომავალი პირები სასაზღვრო პუნქტზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37C გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მათ უტარდებათ PCR კვლევა. თუ ტესტირების შედეგად მათ დაუდასტურდებათ ახალი კორონა ვირუსი ექვემდებარებიან შესაბამის საკარანტინე/სამკურნალო სივრცეში გადაყვანას.

🔺 დათქმებით საზღვარი გახსნილია ამ ეტაპზე 13 ქვეყნისთვის:
– ესპანეთი – ნიდერლანდები
– ლუქსემბურგი – პორტუგალია
– პოლონეთი – საბერძნეთი
– რუმინეთი – ხორვატია
– შვედეთი – კვიპროსი
– იტალია – ისლანდია
– სლოვენია

🔺ჩამოთვლილი 13 ქვეყნის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები:

– საქართველოში შესძლებენ შემოვიდნენ ნებისმიერი სახის ვიზიტით;
– საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარებიან 12 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლას და შესაბამის PCR ტესტირებას, რომლის ხარჯებიც უნდა დაფარონ თავად.
– საქართველოს საზღვარზე არ არის აუცილებელი უცხოეთში ჩატარებული ლაბორატორიული კვლების ამსახველი დასკვნის (PCR ტესტი) წარმოდგენა.