მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა ლევან იზორიამ შეხვედრა გამართა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების კომიტეტების და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის დელეგაციის წევრთან მატერნ ფონ მარშალთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯები, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონში არსებული გამოწვევები.