28 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია შეხვდა ბუნდესთაგში სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ვიცე-თავმჯდომარეს გაბრიელა ჰაინრიხს, ფრაქციაში საგარეო პოლიტიკურ, თავდაცვის, განვითარების პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემებზე პასუხისმგებელ დეპუტატს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ორმხრივ ურთიერთობაზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვაზე და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე. დეპუტატი დაინტერესდა საქართველოსთვის რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების მნიშვნელობით, ქვეყნის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით კი ტურიზმის სექტორზე, პანდემიის გავლენით. საუბარი ასევე შეეხო ახლადდაარსებულ გერმანულ-ქართულ ფორუმს.