5 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ფედერალური კანცლერის აპარატის ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების რეფერატის ახალ ხელმძღვანელთან ალექსანდერ ვალაუსთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს და ქართული მხარის მოლოდინებს პარტნიორობის შემდგომ განვითარებასა და ახალ მიზნებთან დაკავშირებით. გერმანული მხრიდან პოზიტიურად აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი მოწინავე ქვეყნის მიერ ასოცირებული ტრიოს ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება. ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, რუსეთის უკანონო ქმედებებსა და ევროკავშირისა და გერმანიის უფრო აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას დეოკუპაციის პროცესში.