27 აგვისტოს გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი ქალაქ ვიტენბერგს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან, ტორსტენ ცუგეჰიორთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ვიტენბერგსა და ქართულ ქალაქებს შორის პარტნიორობის საკითხები. 
ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ტორსტენ ცუგეჰიორის საქართველოში შესაძლო ვიზიტის განხორციელების საკითხს.
ვიტენბერგში ვიზიტისას ელგუჯა ხოკრიშვილმა შეხვედრები გამართა კოსვიგის გულის კლინიკის დირექტორთან, ანდრეას გერჰარდთან და კლინიკის წამყვან ექიმებთან. შეხვედრაზე განხილული იყო დაინტერესებული ქართველი ექიმებისთანამშრომლობა კოსვიგის გულის კლინიკასთან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

შეხვედრა შედგა ასევე განახლებადი ენერგიის სფეროში მოღვაწე მსხვილ კომპანიასთან “Tesvolt”-თან, რომელიც დღეს მსოფლიოში წამყვანი კომპანიაა და სპეციალიზებულია მზის და ქარის ენერგიის სისტემებისთვის ენერგიის შესანახი ბატარეების წარმოებაზე. განხილული იქნა საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორში არსებული შესაძლებლობები და კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.